საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას რეგიონზე ობიექტური გავლენა აქვს – ფაშინიანი

საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას რეგიონზე ობიექტური გავლენა აქვს – ფაშინიანი

“თუ ადრე ჩვენ ვამბობდით, სად ევროკავშირი და სად ჩვენი რეგიონი, ახლა ევროკავშირი, ფაქტობრივად, ჩვენი რეგიონია”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას რეგიონზე ობიექტური გავლენა აქვს.

“ჩვენი ურთიერთობა არცერთ სუბიექტთან აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე. შეიცვალა ჩვენი რეგიონიც, შეიცვალა მნიშვნელოვანი რეალობები. ერთ-ერთი ასეთი რეალობაა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, რასაც რეგიონზე ობიექტური გავლენა აქვს . ჩვენს ორ მეზობელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს. თუ ადრე ვამბობდით, სად ევროკავშირი და სად ჩვენი რეგიონი, ახლა ევროკავშირი, ფაქტობრივად, ჩვენი რეგიონია. ამ მხრივ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ საქართველოსთან სტრატეგიული დიალოგის დაწყებას”, – განაცხადა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება 26 იანვარს გაფორმდა.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…